დელტა

დელტა საუდის არაბეთში ექსპორტზე 100 მილიონი ლარის ჯავშანმანქანებს გაიტანს

STC Delta

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა საქართველოში წარმოებულ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებს ექსპორტზე საუდის არაბეთში გაიტანს. კომპანიის ინფორმაციით, საუდის არაბეთში სულ 100 ერთეული ჯავშანმანა გავა, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით 100 მილიონი ლარია. ჯავშანტექნიკის პირველი პარტია საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება.

დელტა საუდის არაბეთის ბაზარზე გასვლას 2014 წლიდან ცდილობდა. ჯავშანმანქანა ტესტირებისთვის საუდის არაბეთში 2014 წლის აგვისტოში გაიგზავნა, ტესტირებაში ევროპული და ამერიკული კომპანიებიც იღებნენ მონაწილეობას, თუმცა ფასისა და ხარისხის მიმართებით საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ უპირატესობა ქართულ ტექნიკას მიანიჭა. დელტა საუდის არაბეთისთვის მიწოდებული ტექნიკის რაოდენობის რამდენიმე ასულამდე გაზრდას იმედოვნებს. 

დელტა 2010 წელს, რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტისა და საწარმოს გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. სახელმწიფო კომპანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ჯავშანმანქანებს, არტილერიას, უპილოტო ავიაციასა და სხვადასხვა დანიშნულების შეიარაღებას ამზადებს.

კომენტარები