ლარის კურსი

ტყემალაძე: ლარის გაუფასურება გარე ფაქტორებმა გამოიწვია, შიდა ფაქტორები აღარაა

ლარის დევალვაცია, რა თქმა უნდა, გამოწვეულია გარე ფაქტორებისგან, მაგრამ შიდა ფაქტორებიც არსებობდა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. იყო გადმორიცხვების შემცირება, ინვესტიციების გარკვეული შეფერხებები. რაც შეეხება გარე ფაქტორებს, ჩვენს გარშემო არსებულ ქვეყნებთან მიმართებაში, ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი პირობები ეკონომიკური ზრდის კუთხით, იმიტომ რომ 3%-მდე არის 2015 წლის ეკონომიკური კურსი. თავიდან დაგეგმილი იყო 5%, შემდეგ შემცირდა და 2% იყო პროგნოზი, ასევე გაზრდილია საქართველოში ინვესტიციების შემოდინება. ერთ თვეში უფრო სტაბილური იქნება ლარი და უფრო მეტად გამყარდება ლარი დოლართან მიმართებაში - ამ პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის პარამეტრები, რომლებიც ეროვნული ვალუტის სიმყარეს უნდა ემსახურებოდეს, არ დაირღვეს და პირიქით, იყოს უფრო უკეთესი მაჩვენებლები. ექსპორტი, ინვესტიციების შემოდინება, შიდა პროდუქტის ზრდა და ა.შ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ლარის გაუფასურებაზე.

კომენტარები