ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად პედრო აგრამუნტი აირჩიეს

პედრო აგრამუნტი
http://www.epp-cd.eu/

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ესპანელი პოლიტიკოსი პედრო აგრამუნტი აირჩიეს, მან ამ პოსტზე ლუქსემბურგელი ან ბრასორი შეცვალა. აგრამუნტი ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე იყო.

აგრამუნტი ასამბლეის წინაშე საქართველოს შესახებ არაერთი მოხსენებით წარდგა. ის საქართველოს ხელისუფლებას წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების გამო აკრიტიკებდა.

ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე აქსელ ფიშერი გახდა.

კომენტარები