თბილისის მერია

მერია: თბილსერვის ჯგუფმა გზები გაწმინდა და ტექნიკური მარილი დაყარა

თბილისის მერიის განცხადებით, შპს თბილსერვის ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დედაქალაქის მთავრობის განმარტებით, თბილისსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი,

:აღნიშნული პროცესი, ამ ეტაპზეც, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე ეცნობა თბილისის მერი დავით ნარმანია. ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ შპს "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე: 2 61 90 50. შპს თბილსერვის ჯგუფი მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან" - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარები