ლარის გაუფასურება

ტყემალაძე: ლარი არ გაუფასურებულა, მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დაეცა

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ლარი არ გაუფასურებულა. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა. იგივე კურსი აქვს შენარჩუნებული ევროსთანაც და სხვა ვალუტებთანაც. აქედან გამომდინარე, ლარი კი არ გაუფასურდა, მოხდა დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემა. საიდან არის გამოწვეული?! რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მიმდინარეობს არა მარტო ჩვენს გარშემო ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო რა მდგომარეობაშია ნავთობის ფასი. მგონი სარეკორდო ნიშნულამდეა დასული. აქედან გამომდინარე, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ინტერპრესნიუსთან. აღსანიშნავია, რომ ლარი დოლარის გარდა, ევროსთანაც უფასურდება.

კომენტარები