თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად დაგეგმილ სამუშაოებს - ავარიის პრევენციას, აღრიცხვის კვანძის მოწესრიგებას და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას - ასახელებს.
დიდგორის რაიონში 12:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაბა კიკეთის და დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00-დან 18:00 საათამდე, დიდუბის რაიონში შეზღუდვა შეეხება ტერევერკოს და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო ისნის რაიონში - ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება სოფელ დიღმის მცხოვრებლებს შეუწყდება.
კრწანისის რაიონში, 11:00-დან 13:00 საათამდე, დენი არ ექნება ერეკლე მეორის მოედნის, ყავლაშვილის, შავთელის, ჩახრუხაძის, ნიშნიანიძის და ავლევის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო ჩუღურეთის რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აგარის, სარკინეთის, აჭარის, მარუაშვილის, აფხაზეთის და ზაზიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.





