ინციდენტი პარლამენტთან

მეჭიაური: არავისთვის ხელი არ დამირტყამს. რომელი რემბო მე მნახეთ

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური უარყოფს ბრალდებას, რომ მან პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელი გაარტყა.

"არავისთვის ხელი არ დამირტყამს. რომელი რემბო მე მნახეთ. გგონიათ, ამხელა აქციას ხელით მარტო მოვერეოდი? საჭეც არავის ეკავა და რა უნდოდათ, ისიც არ ვიცი", - ამბობს მეჭიაური.

პარლამენტის ყოფილ შენობასთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას აპროტესტებდნენ. შენობასთან მისულ თამაზ მეჭიაურს მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ. ერთ-ერთი მონაწილის, არტურ არუთინოვის მტკიცებით, აღნიშნულის გამო მას დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში გაარტყა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტის ყოფილ შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს და ამბობს "მეჭიაური აქციის მონაწილეს ურტყამს. ბიძინა დაგიფასებს."

კომენტარები