შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის მკვლელობასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს. არჩილ თალაკვაძის თქმით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მკვლელობის ადგილიდან ამოღებული ნივთები კუჭავამ იყიდა. მისივე თქმით, ქირიას მკვლელობა ძველით ახალი წლის ღამეს ბიძინა კუჭავას მიერ ნაქირავებ ბინაში მოხდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორ დევიდ კრამერს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას შეეხო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესები.
საპარლამენტო უმრავლესობის ამჟამინდელმა ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ სტამბოლში გენერალური კონსულობის პერიოდში, არაფხიზელ მდგომარეობაში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილი დაამტვრია და გადამალა.
ამ დრომდე უცნობია გადაიხადა თუ არა დაკისრებული თანხა ზვიად კვაჭანტირაძემ.




