ე.წ. ისლამური სახელმწიფო „ჯიჰადი ჯონის“ დაღუპვას ადასტურებს

ISIS

ე.წ. ისლამური სახელმწიფო ონლაინგამოცემა Dabiq-ის საშუალებით ადასტურებს, რომ "ჯიჰადი ჯონის" სახელით მებრძოლი ბრიტანელი გასული წლის ნოემბერში სირიაში ერთ-ერთი იერიშის დროს დაიღუპა.

ტერორისტის ნამდვილი სახელი მუჰამედ ემვაზი იყო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში მისი მოკვლის შესახებ ცნობები ამერიკელმა სამხედროებმაც გაავრცელეს. ცნობისათვის, ემვაზი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ იმ ვიდეოებში ჩანს, რომლებშიც ამერიკელი დევიდ ჰეინსისა და ალან ჰენინგის მკვლელობაა ასახული.

კომენტარები