თბილისის სამ რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

mashable

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, გლდანის და მთაწმინდის რაიონების 3 186 აბონენტს.

საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე დენი არ ექნება თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს (519 აბონენტს). 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბუდაპეშტის ქუჩის მოსახლეობას (161 აბონენტს). 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მცხოვრებლებს (705 აბონენტს), ხოლო 12:00-დან 16:00 საათამდე - ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მცხოვრებლებს (629 აბონენტი).

გლდანის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას მე-5 ქუჩის და ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს (645 აბონენტს).

მთაწმინდის რაიონში, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება რუსთაველის გამზირის, ალ. ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩების მცხოვრებლებს. (527 აბონენტი).

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები