პარიზის ტერაქტები

პარიზის თავდასხმების ერთ-ერთი შესაძლო ორგანიზატორი მაროკოში დააკავეს

Reuters

პარიზის თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაროკოში დააკავეს. მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 წლის გელელ ატარი მაროკოს დედაქალაქ კასაბლანკის მახლობლად აიყვანეს.

ეჭვმიტანილი მაროკოული წარმოშობის მქონე ბელგიელია. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ატარი სავარაუდოდ 2013 წელს სირიაში შეუერთდა და სწორედ იქ გაიცნო პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბააუდი.

სპეცსამსახურების ინფორმაციით, ატარი სირიაში ჩაკიბ აკრუჰსთან ერთად გაემგზავრა, რომელმაც პარიზის ტერაქტების მეორე დღეს, სან დენისის ერთ-ერთ ბინაში პოლიციის რეიდის დროს თავი აიფეთქა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში ტერაქტებს, რომელიც 13 ნოემბერს მოხდა, 130 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებები საკუთარ თავზე ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები