თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვა საბურთალოს, ვაკის, გლდანის და ისნის რაიონების მცხოვრებლებს შეეხება.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბუდაპეშტის ქუჩის აბონენტებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე დენი არ ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირის და ტაშკენტის შესახვევის მაცხოვრებლებს, ხოლო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე - ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მცხოვრებლებს. ჯამში, ელექტრომომარაგების შეზღუდვა საბურთალოს რაიონში შეეხება 1690 აბონენტს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 ელექტროენერგიის მიწოდება ლიბანის ქუჩის 205 აბონენტს შეუწყდება.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის 63 აბონენტს.
ისნის რაიონში კი, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, პატარძეულის, კაჭარავას, უჯარმის, ფორაქიშვილის და დესპანე გელოვანის ქუჩების მცხოვრებლებს, სულ 776 აბონენტს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





