იუსტიციის სახლთან მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა

რუსთავი 2 / რუსთავი 2

იუსტიციის სახლთანმთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თეთრი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანიდან ანაბეჭდები აიღეს და მოგვიანებით ის სავარაუდოდ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. იუსტიციის სახლთან საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზე დასრულებულია, თუმცა სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან. ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა მთელი ღამის განმავლობაში ადგლზე მიმდინარე მოქმედებები სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის, ვახტანგ ქირიას გარდაცვალების ფაქტს. როგორც შინაგან საქმეთა სამინსტროში ტაბულას განუცხადეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

კომენტარები