არა გაზპრომს

ქეთათო : გავმიჯნოთ ვიწრო პარტიული და სახელმწიფოებრივი ინტერესი

ჩვენი ამბოხი დაგვიცავს დღეს. გამიხარდებოდა, რომ აქ შეკრების მიზეზი საერთოდ არ გვქონოდა. მოვედი აქ რომ მემღერა, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა, მუსიკოსებმა მითხრეს, რომ მათ არ უნდოდათ პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობის მიღება. მათიც მესმის, მაგრამ დრო მოვიდა, ვიწრო პარტიული ინტერესი და სახელმწიფოებრივი ინტერესი გავმიჯნოთ. 
ჩვენ დღეს აქ მოვედით არა იმისთვის, რომ ვიღაცის ინტერესი გავატაროთ, არამედ ჩვენი ქვეყნის და საკუთარი ინტერესის დასაცავად მოვედით, რადგან ოცი წელია ჩვენ ვართ დამოუკიდებლები , ძალიან მწარე გზა გამოვიარეთ, მძიმე გამოცდილება გვაქვს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მიღებული და ნამდვილად არ მინდა რომ დავბრუნდეთ შავბნელ წარსულში, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა პირდაპირ პროპორციულია , რომ ენერგო მატარებლებით არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე. 
არ ვარ ღრმად ჩახედული გარკვეულ საკითხებში, მაგრამ არანაირი პრაგმატული მოსაზრება არ არსებობს იმის, რომ რუსული გაზი ჩვენთვის მომგებიანი იქნება. 
ჩვენ ვალდებულები ვართ შევიკრიბოთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ვალდებულები ვართ გავმიჯნოთ ვიწრო პარტიული ინტერესი და სახელმწიფოებრივი ინტერესი. 
თუ რაღაც არ მომწონს , ვალდებული ვარ მონაწილეობა მივიღო, რომ ეს რაღაც შევცვალო, თუნდაც მცირედით. 

მომღერალი ქეთათო გაზპრომის წინააღმდეგ კანცელარიასთან გამართულ აქციაზე.

კომენტარები