არა გაზპრომს

დანელია : უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა კოლაბორაციონისტი ხელისუფლებისაგან

ჩვენ ყველამ ვიცით აქ რატომ შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა , სამწუხაროდ არა მტრისგან, არამედ ჩვენი კოლაბორაციონისტი ხელისუფლებისგან. ჩვენ ძალიან ხმამაღლა უნდა ვუთხრათ ჩვენს ხელისუფლებას , რომ ჩვენ არ გვინდა გაზპრომის გაზი. რატომ ?! იმიტომ რომ გაზპრომი არის კრემლის და პუტინის პოლიტიკური იარაღი , იმიტომ რომ ამ გაზს ჩვენთვის აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური რისკი, ჩვენ ვერ გავრისკავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებით. ის რომ, რუსეთი არის არასაიმედო პარტნიორი ეს მან ძალიან კარგად გვაჩვენა და არა ერთხელ. ჩვენ გავიყინეთ 2006 წელს. გაზპრომმა გაგვყინა 2006 წელს, გამოგვიყარა ჩვენი მოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავებით, გადაკეტა ბაზარი, თქვა, რომ თურმე , ჩვენი პროდუქტი მავნებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვინდა დავუშვათ ის , რომ რამენაირი მანიპულირების საგანი გახდეს ჩვენი ქვეყანა რუსეთისთვის და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გაზს რუსეთი იყენებს მანიპულაციისთვის.

 

16 იანვარი, 2016 წელი. ნინო დანელია აქციაზე - არაგაზპრომს.

კომენტარები