ქართული ოცნების საახალწლო შეკრება

კვაჭანტირაძე: არც მოქმედ და არც ყოფილ პრემიერებს ფული არ გამოვართვით



ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დავპატიჟეთ, იმათთვის ფული არ გამოგვირთთმევია. იმდენი დამსახურება არ აქვს ამ კაცს, რომ ერთხელ ჩვენ დავპატიჟოთ?! მე არამგონია, რომ ამაში რამე განსაკუთრებული ყოფილიყო გამომდინარე იქიდან , რომ ყველგან ყველა ცდილობს, რომ რაღაცნაირად ერთი გუნდი, ერთი კორპორაცია, ახალ წელს მაინც ერთად გაატარონ, ჩვენც ასეთი სურვილი ძალიან გაგვიჩნდა და მართლა ჩვენ შევკრიბეთ თანხები.არ ვიცი ეს რამდენად საინტერესოა. მაგრამ აქ ბიუჯეტს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ ისინი [ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი] დავპატიჟეთ სტუმრად და თანხას ხომ არ გამოვართმევდით?! არც მოქმედი პრემიერისთვის არ გამოგვირთმევია. ფრაქციის შეკრება იყო , მეუღლეებთან ერთად და არა უმრავლესობის. ფრაქციის საახალწლო შეკრება, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. 




საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ქართული ოცნების წევრების შეკრებაზე საგურამოში, ტელეკომპანია იბერიის ეთერში გადაცემაში პრიორიტეტები.

კომენტარები