თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

სონღულაშვილი: ჟურნალისტებზე თავდასხმა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება:

"საქართველოს ერთი სული აქვს დასავლეთ ევროპული ცივილიზაციის ორგანული ნაწილი გახდეს. მე პირადად მჯერა, რომ ჩვენი ბუნებრივი კულტურული ნავსაყუდელი სწორედ ევროპაა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპული საზოგადოება ორ ბურჯზეა დამოკიდებული: ერთია დემოკრატიული მმართველობა და მეორეა ადამიანის უფლებები.

გამოხატვის თავიუსუფლება ერთ-ერთი უმთავრესი სეგმენტია ადამიანის უფლებებისა. მისი უგულებელყოფა წარმოუდგენელია დასავლურ საზოგადოებაში. ტოტალიტარულ საზოგადოებაში პირიქით არის, გამოხატვის თავისუფლება უსათუოდ უნდა შეიზღუდოს, ადამიანის ღირსება უნდა შეილახოს...

თუ დაუყოვნებლივ არ მოხდა სამართლიანი და მიუკეძოებელი რეაგირება ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო, აშკარად გამოჩნდება საით მიაქანებს ჩვენი ხელისუფლება ჩვენს სამშობლოს.

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
შვიდობის საკათედრო ტაძარი".

კომენტარები