თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად ავარიის პრევენციას და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. შეზღუდვა შეეხება კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, ისნის და გლდანის რაიონებს.
კრწანისის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ფონიჭალის დასახლების, ლომინაძის, ჟორდანიას, თელეთის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს (515 აბონენტს).
მთაწმინდის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, შევჩენკოს, გრიბოედოვის, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის და ჟვანიას ქუჩების მცხოვრებლებს (318 აბონენტს).
ნაძალადევის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს (663 აბონენტს).
საბურთალოს რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს (468 აბონენტს). ასევე, აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრის და დიდი დიღმის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს (18 აბონენტს).
ისნის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის და ბოლქვაძის ქუჩების მცხოვრებლებს (16 აბონენტს).
გლდანის რაიონში, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, ანდრონიკაშვილის, რიონის, ულიანოვის და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს (413 აბონენტს).
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.





