აფეთქებები ჯაკარტაში

ჯაკარტაში აფეთქებებს და სროლას მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში აფეთქებები მოხდა. დაღუპულია მინიმუმ 6 ადამიანი, რომელთაგან 4, სავარაუდოდ, თავდამსხმელია. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. აფეთქებები ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, პოლიციისა და გაეროს შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, გაისმა მინიმუმ 6 აფეთქების ხმა, რასაც სროლები მოჰყვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახდინა, თავდასხმებში კი დაახლოებით 14 ადამიანი მონაწილეობდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა, თავდასხმების უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო იდგეს.

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ მომხდარს "ტერაქტი" უწოდა.

კომენტარები