პრემიერმინისტრმა სოკარის პრეზიდენტთან, როვნაგ აბდულაევთან გამართა შეხვედრა

report.az

მთავრობის კანცელარიაში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გამართა შეხვედრა. შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სოკარ საქართველოს დირექტორი მაჰირ მამედოვიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კახა კალაძემ სოკარს Gazprom-თან მიმდინარე მოლაპარაკებათა დეტალები გააცნო. ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ Gazprom-მა საქართველოს სოკარზე უფრო იაფი ბუნებრივი აირი შესთავაზა, ამიტომაც საქართველო წელს სავარაუდოდ 300-400 მილიონ კუბურ მეტრრუსულ გაზს შეიძენს. 

12 იანვარს კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს კიდევ უფრო იაფ გაზს შესთავაზებს, თუკი ქვეყანა უფრო დიდი მოცულობის რუსულ გაზს შეიძენს.

"მე ციფრებისგან თავს შევიკავებ და მათ არ გავაჟღერებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ არსებულ ფასებზე ნაკლებია, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანთან. ეს ფასები საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ჩვენ ეს ფასები წარვადგინეთ სოკართან, ვუთხარით აბსოლუტურად გახსნილად, რა შემოთავაზებები გვქონდა. გვექნება შეხვედრა სოკართან და მას შემდეგ გავაკეთებთ განცხადებებს", - ამბობს კალაძე.

კახა კალაძე ამბობს, რომ სოკარს არ შეუძლია საქართველოს ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, რისი მიზეზიც მილების გამტარუნარიანობა და ბუნებრივი აირის მოხმარების სეზონურობაა.

კომენტარები