თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

history.com

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, შუშინის, მირზა შაფის, გრიშაშვილის, ახუნდოვის, აბანოს და ბოტანიკის ქუჩების მაცხოვრებლებს (734 აბონენტს).

ნაძალადევის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს (609 აბონენტს).

საბურთალოს რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ნუცუბიძის და თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს (1 592 აბონენტს).

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს (16 აბონენტს).

სამგორის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს (47 აბონენტს).

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები