აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის მსგავსად, თურქეთს სანქციებს უწესებს

photoforum.ru

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი რუსეთის მიერ თურქეთისათვის დაწესებულ სანქციებს უერთდება.

შესაბამის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარიონეტული რეჟიმის ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საბაჟო კომიტეტი 2016 წლის 20 იანვრიდან თურქული საქონლის ნაწილის იმპორტზე შეზღუდვას აწესებს.

ამას გარდა, თურქული კომპანიები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერც 2015-2017 წლის საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობას შეძლებენ.

ამასთანავე, მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 20 იანვრიდან გაძლიერებული კონტროლი ამოქმედდება როგორც, თურქული წარმომავლობის საჯარო დაწესებულებებისთვის, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებისთვის.

კომენტარები