Gazprom-ის შემოთავაზება არის ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა ანუ ათას კუბურ მეტრ გატარებულ გაზში ისინი იხდიან კონკრეტულ თანხას, და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ თანხაზე. ანუ მე მინდა, მივიღოთ იგივე შემოსავალი, რასაც ვიღებდით 10% ბუნებრივი აირის მიღების შემთხვევაში, რომ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლის შემდეგ, კონვერტაცია რომ გავაკეთოთ, ქვეყანამ მიიღოს იგივე ბენეფიტი და დამატებით, მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, მივიღო ის მოცულობები ჩემი ქვეყნისთვის, რაც შიდა მოხმარებისთვის გვჭირდება. დღეს, მაგალითად, ჩვენ მინუსში ვართ გასული 130 კუბური მეტრის გაზზე ანუ ყოველწლიურად ხომ 10% უნდა მივიღოთ? მაგალითად, 2015 წელს ჩვენ მივიღეთ 206 მილიონი ანუ ორი მილიარდ სამოცი ათასი იყო გატარებული ამ მილსადენში. მე 2015 წელს ვიყენებ 2016 წლის კვოტას ანუ გადახარჯვაზე ვარ გადასული. ეს პრობლემა რომ ავიცილო თავიდან, ვეუბნებით, რომ მომეცით შესაძლებლობა, მე ეს მოცულობები, რაც ჩემი ქვეყნისთვის, რაც ჩემი შიდა მოხმარებისთვის მჭირდება, რომ დავაკმაყოფილო მოხმარება ანუ თბოსადგურები, თორემ მოსახლეობასთან მიმართებით ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, რადგან სოკარი აბსოლუტურად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც არის ბაზარზე.
კალაძე: Gazprom-ის შემოთავაზება არის ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა
tbl.ge/bva
დაკოპირდა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.




