ოქროს გლობუსი 2016

ოქროს გლობუსის 73-ე დაჯილდოების გამარჯვებულები

ოქროს გლობუსის 73-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს რევენანტი გახდა.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ რევენანტი 2015 წლის საუკეთესო დრამად აღიარა. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა ლეონარდო დიკაპრიომ მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის განკუთვნილი ჯილდო აიღო. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო კი ამავე ფილმის რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ მოიპოვა.

საუკეთესო მიუზიკლი/კომედიის კატეგორიაში რიდლი სკოტის ფილმი "მარსელი" დაჯილდოვდა. ამავე კატეგორიაში საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის კი ოქროს გლობუსი მეთ დეიმონს გადაეცა.

დრამაში ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოქროს გლობუსი ბრი ლარსონს ("ოთახი", ლენი აბრაჰამსონი) გადაეცა. მიუზიკლი/კომედიის კატეგორიაში კი იგივე ჯილდო ჯენიფერ ლოურენსს ("ჯოი", დევიდ ო. რასელი) მისცეს.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდოები ქეით უინსლეტმა ("სტივ ჯობსი", დენი ბოილი) და სილვესტერ სტალონემ ("ქრიდი", რაიან კუგლერი) მოიპოვეს.

საუკეთესო სცენარის(აარონ სორკინი) კატეგორიაში ოქროს გლობუსი აიღო ფილმმა "სტივ ჯობსი".

საუკეთესო ანიმაციური ფილმად კი "თავდაყირა" დაასახელეს.

წლის საუკეთესო უცხოენოვანი ნამუშევარი უნგრელი რეჟისორის ლასლო ნემეშის "საულის შვილი" გახდა.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რჩეული დრამა სერიალი "მისტერ რობოტი" გახდა. ხოლო საუკეთესო კომედია - Amazon Studios-ს "მოცარტი ჯუნგლებში".

მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დრამა სერიალის კატეგორიაში ჯონ ჰემმა გაიმარჯვა ("შეშლილები"), ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის კი ტარაჯი ჰენსონმა ("იმპერია").

მიუზიკლი/კომედია სერიალში მამაკაცის საუკეთესო როლისთვის განკუთვნილი ჯილდო გაელ გარსია ბერნალმა მიიღო ("მოცარტი ჯუნგლებში"), ხოლო ქალის საუკეთესო როლისთვის რეიჩელ ბლუმი ("შეშლილი ყოფილი შეყვარებული") დააჯილდოვეს.

კომენტარები