იმ განცხადებებზე, რაც იყო გაკეთებული, როდესაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, დავით ზალკალიანს მოუწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება. თუმცა, მის კანდიდატურას მივესალმები.
tbl.ge/hny
დაკოპირდა

ამბობს ვიცეპრემიერი კახა კალაძე. დავით ზალკალიანი შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაუბრუნდეს. როგორც დღეს მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თქვა, პირველი მოადგილის თანამდებობაზე ზალკალიანის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება. ზალკალიანმა 2014 წელს მინისტრ მაია ფანჯიკიძის გადადგომისას დატოვა პოსტი.




