ოკუპირებული ტერიტორიები

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს მოუწოდებს, თურქეთს შეზღუდვები დაუწესოს

surkov.livejournal.com

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის განცხადებით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა თურქეთს პოლიტიკური და ეკონომიკური შეზღუდვები უნდა დაუწესოს. სურკოვმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარკვეული წრეები თურქეთში აფხაზეთს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევენ. მისივე თქმით, აფხაზეთის „სუვერენიტეტის" არაღიარებით, თურქეთი ცდილობს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მიღებას.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით კი, აფხაზეთის ეკონომიკა არ იზარალებს თურქეთისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებით.

 

კომენტარები