შეწყალების საქმე

ბესელია: ელისაშვილი არამარტო პატიმართმოძულე, არამედ ქალთმოძულეცაა

ელისაშვილი ჩემთან ერთად ეთერში არ ჯდება, რადგან ეშინია, საზოგადოებას თვალებში შეხედოს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ, რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მე მოთხოვნას ვტოვებ ძალაში. ჟურნალისტებთან მაქვს ერთი თხოვნა - დაუსვით მას კონკრეტული კითხვა - ეკა ბესელია რა ფორმით, რა საშუალებით, რა მეთოდით ახდენდა მასზე რაიმე სახის ზეწოლას. ეს ადამიანი, არამარტო პატიმართმოძულე, არამედ ქალთმოძულეცაა. ისეთ ეპითეტებს იყენებს, მე არ ვიცი, სად გაიზარდა და რა კულტურისაა. ასეთი ამაზრზენი ფრაზებით თხზავს ტყუილს.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელ ალეკო ელისაშვილზე.

კომენტარები