2015 წელს მოკლული ჟურნალისტები

2015 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 69 ჟურნალისტი მოკლეს

Committee to Protect Journalists

Committee to Protect Journalists-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, 2015 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 69 ჟურნალისტი მოკლეს.

მინიმუმ 28 ჟურნალისტი ისლამურმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა მოკლეს. მათ შორის, 8 Charlie Hebdo-ზე თავდასხმებს შეეწირა.

2015 წელს, ყველაზე მეტი, 13 ჟურნალისტი სირიაში დაიღუპა.

დაღუპულთა 40% ტერორისტული დაჯგუფებების ალ-ქაიდასა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მოკლეს.

ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყანად, 2014 წლის მსგავსად, კვლავ სირია რჩება. სიაში მოხვდა ერაყი, იემენი, სამხრეთ სუდანი, ინდოეთი, მექსიკა, ფილიპინები და საფრანგეთიც, რომელიც ამ სიაში პირველად აღმოჩნდა.

კომენტარები