მე პრინციპად მაქვს და აქამდე ვახერხებ, რომ იმას, რაც კაბინეტებში და ორ ადამიანს შორის ითქმევა, საზოგადოებაში დეტალურად არ ვიხილავ. რადგან საქმეა აღძრული და რაღაც პროცესი მიდის, შემიძლია მარტივად გითხრათ ის და დეტალებს არ ჩავუღრმავდები, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, შევხვდი ალეკოს. მან დააფიქსირა პოზიცია, რომ მასზე ხდება ზეწოლა. ჩემი პასუხი იყო მარტივი - ვუთხარი, რომ, თუ ვინმე შენზე ზეგავლენას შეეცდება, იმ წუთას გადმოამისამართე ჩემთან. ამით ეს თემა დავამთავრეთ. დანარჩენ დეტალებზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავავალე რომ ამ საკითხისთვის მიეხედა. გიდასტურებთ, რომ შეწყალების კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე და ჩემს მიერ სანდო ადამიანი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც ძალიან პატოსან ადამიანს, შემოვიდა, პრობლემა შემოიტანაა და მე ეს პრობლემა გადავჭერი.
tbl.ge/iww
დაკოპირდა

გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილიალეკო ელისაშვილიმანან კობახიძეეკა ბესელიაქართლი ოცნებაშეწყალების საქმე
ამავე თემაზე
- კახიძე შეწყალებაზე: უნდა გავარკვიოთ, რა მოტივაცია ამოძრავებდა პრეზიდენტს
- ევროპული საქართველო შეწყალების საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- კაპანაძე: შეწყალებაზე გამოძიების შემდეგ, შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს
- ნადირაშვილი: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პოლიტიკური ნეპოტიზმით არის დაკავებული
- შეწყალების საქმეზე პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ 5 თანამშრომელი დაიბარეს