რუსთავი 2-ის მხარდამჭერები

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები გირაოთი გაათავისუფლეს

http://kutaisitoday.com/

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას ენმ-ის წევრი გივი თარგამაძე ავრცელებს.

"რ2-ის დამცველი ბიჭები სასამართლო დარბაზიდან 3000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს! მადლობა, ბიჭებო, ვაჟკაცობისა და გამძლეობისათვის. სულ მალე ერთად მივაღწევთ გამარჯვებას და ყველა ჩვენს პატიმარს გავათავისუფლებთ", - ამბობს თარგამაძე.

ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 3 ოქტომბერს ქუთაისში დააკავეს. მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფანიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენებას ედავებოდნენ.

კომენტარები