სამართლიანი სასამართლო

კოჟორიძე: მურუსიძის დანიშვნა სამართლიანი სასამართლოს იდეას ეწინააღმდეგება

გამაოგნებელი ტრანსფორმაცია. სტრასბურგის სასამართლომ მოუძებნა შესაბამისი ტერმინი ბატონი მურუსიძის სამართალს და მას გამაოგნებელი უწოდა. მაგრამ მე არ ვიცი, რა ჰქვია იმ ფენომენს, რომ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდე, მოხვიდე ამ ლოზუნგით და თანამდებობებზე აღადგინო ის ადამიანები, რომლებიც ამავე საზოგადოებისთვის უსამართლობის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ... მთელ ამ ამბავში ყველაზე დიდი პრობლემა კი არის არა ბატონი მურუსიძე, ან რომელიმე სხვა ერთი კონკრეტული პირი, არამედ ის გარემოება, რომ მისი დანიშვნით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა მოქმედ და ყველა მომავალ მოსამართლეს უკეთებს პირდაპირ გზავნილს, რომ თუ თქვენ, მოსამართლეები, ხელს მოაწერთ გირგვლიანის მსგავს უმძიმეს საქმეებს, ჩვენ, საბჭოს წევრები, ხელს მოვაწერთ თქვენს უვადოდ დანიშვნას. ეს არის საქართველოში დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნის იდეის საწინააღმდეგო, ძალიან საშიში მესიჯი.

პრეზიდენტის მრჩეველი, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნაზე.

კომენტარები