პრემიერმინისტრის პოსტი

კვაჭანტირაძე: მართლა ყველას გული გვწყდება ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო

cp.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, კოალიცია შეთანხმებულია პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატურაზე და ის გიორგი კვირიკაშვილი იქნება. კვაჭანტირაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ შრომისთვის, ღვაწლისთვის, რომელიც გასწია, როგორც პრემიერმინისტრის პოსტზე, ისე ჩვენი კოალიციის ლიდერის პოსტზე. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველას გული გვწყდება მისი გადაწყვეტილების გამო, დარწმუნებული ვარ, ბატონი ირაკლი ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, ყველა სასიკეთო საქმეში, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ", - თქვა კვაჭანტირაძემ.

ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი დასახელდება. სხდომას დეპუტატები, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან.

კომენტარები