საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პრემიერმინისტრის კანდიდატურა დასამტკიცებლად გადაუგზავნა.
"მოგახსენებთ, რომ შემოსულია საქართველოს პრემიერმინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება, ამდენად ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე, როგორც პრემიერმინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის წარდგენას, ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა", - თქვა მარგველაშვილმა.
დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა.