ტრანსპორტის გრაფიკი

მერია: მეტრო და საბაგირო სადღესასწაულო დღეებში გახანგრძლივებულად იმუშავებს

amerikiskhma.com

სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზა "რიყე-ნარიყალა" მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ახალი წლის ღამეს, 2015 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2016 წლის 1 იანვრის 04:00 საათამდე, ასევე, შობას 2016 წლის 6 იანვრის 23:00 საათიდან 2016 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. ამასთან, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით - "რიყე-ნარიყალა" 2015 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2016 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე", - წერია მერიის განცხადებაში.

 

კომენტარები