მე და საზოგადოება

სინოდი: სასწავლო საგანი - "მე და საზოგადოება" შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს

წმინდა სინოდი
wikipedia.org

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა გუშინდელ სხდომაზე ახალი საგნის - „მე და საზოგადოება" შესახებაც იმსჯელა. როგორც სინოდის სხდომის ოქმში წერია, "პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც".

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს რამდენიმე თვის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ახალი სახელმძღვანელოების - "მე და საზოგადოება" (III-IV კლ.) და "ჩვენი საქართველო"(V-VI კლ.) - ავტორთა ჯგუფმა გაიზიარა საპატრიარქოს შენიშვნები ზოგიერთ ტერმინოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, წიგნიდან გაქრა ტერმინი "გენდერული იდენტობა". საპატრიარქო ასევე მიჩნევს, რომ პოლიტიკური ხასიათის კატეგორიები, როგორიცაა "ლიბერალიზმი" ან "დემოკრატიული ღირებულებები" ბავშვების პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახდენს".

კომენტარები