წმიდა სინოდი

წმიდა სინოდმა მღვდელმონოზონ ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა

ტაბულა

წმიდა სინოდმა მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) მღვდელმოქმედება აუკრძალა. ამის შესახებ სინოდის სხდომის ოქმში წერია. 

"ის მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. იგი იყო დაბარებული საქართველოს საპატრიარქოში, მაგრამ არ გამოცხადდა. დაადგინეს: კონსტანტინეპოლის II კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19 კანონების საფუძველზე, მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) აეკრძალოს მღვდელმოქმედება", - ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

კომენტარები