თურქეთი

სტამბოლის აეროპორტში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 2 ადამიანი

DHA Photos

სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქება მოხდა. შედეგად დაშავდა დასუფთავების სამსახურის ორი თანამშრომელი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ერთ-ერთ დაშავებულს თავის არეში აქვს დაზიანებები და მისი მდგომარეობა მძიმეა.

Pegasus-ის ინფორმაციით, აფეთქებისას აეროპორტში მგზავრები არ იმყოფებოდნენ და მომხდარის გამო აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.

ჯერჯერობით უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზები.

კომენტარები