ახალი წელი

ნარმანია: ახალი წლის ღამეს მეტროპოლიტენით და საბაგიროთი სარგებლობა უფასო იქნება

ტაბულა

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს მეტროპოლიტენითა და "რიყე-ნარიყალა" საბაგიროთი სარგებლობა უფასო იქნება. ამის შესახებ ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, მისი განმარტებით, 2015 წლის 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან 2016 წლის 1 იანვრის 04:00 საათამდე, ასევე შობას, 2016 წლის 6 იანვრის 23:00 საათიდან, 2016 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გადაადგილდნენ საბაგირო გზით "რიყე-ნარიყალა" 2015 წლის 31 დეკემბრის, 23:00 საათიდან 2016 წლის 1-ლი იანვრის 03:00 საათამდე.

კომენტარები