შეწყალების საქმე

მანანა კობახიძე გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორს სასამართლოში უჩივის

მანანა კობახიძე
ტაბულა

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორს სასამართლოშ უჩივის. სარჩელი დეპუტატმა სასამართლოში დღეს შეიტანა. კობახიძე ჟურნალისტს პატივისა და ღირსების შელახვასა და შეგნებულ ცილისწამებაში ადანაშაულებს. ელისო კილაძის თქმით კი, უმრავლესობის დეპუტატი ცდილობს, ალეკო ელისაშვილთან გაგზავნილ მესიჯებზე გაზეთ ქრონიკა პლუსში გამოქვეყნებული სკანდალი გადაფაროს. 

ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ეკა ბესელიაც აპირებს. ბესელია, ისევე როგორც კობახიძე, გაზეთის რედაქტორს პატივისა და ღირსების შემლახავ განცხადებებს ედავება.

ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ელისაშვილი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ მას აიძულებდნენ კონკრეტული პატიმრები შესაწყალებელ სიაში ჩაესვა. ელისაშვილის თქმით, შეწყალების კატეგორიული მოთხოვნით მას "ისტერიული" მესიჯებიც მისდიოდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

კომენტარები