საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ქართული ოცნების ხელისუფლება არ აპირებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანა შერეულიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს - მიუხედავად იმისა, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას, არსამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მხარს უჭერს ყველა პარტია, გარდა მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტებისა. ამრიგად, მომავალი არჩევნები კვლავ ძველი სისტემით, თუმცა ოლქების ახალი საზღვრებით ჩატარდება - მმართველი გუნდი ასე ცდილობს, საკონსტიტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს საარჩევნო კოდექსი. საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ დაადგინა, რომ საარჩევნო ოლქების ფორმირების მოქმედი წესი ხმათა თანასწორობის პრინციპს არღვევს. ცვლილებებზე, რომელიც ამის გამო საარჩევნო კოდექსში შედის, არ არსებობს ფართო პოლიტიკური კონსენსუსი - ის არ მოსწონს არც საპარლამენტო ოპოზიციას, არც არასაპარლამენტოს. კრიტიკულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
თეორემა




