საბურთალოს, დიდუბის და სამგორის რაიონებს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და ავარიის პრევენციას ასახელებს.
საბურთალოს და დიდუბის რაიონებში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე დენი არ ექნება ფანასკერტელ-ციციშვილის, პანკისის, ტეხურის, ქარელის, ტუსკიას, ბაკურციხის, ნატახტარის, წინაუბნის და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს. გარდა ამისა, 02:00-დან 05:00-მდე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელ დიღმის, სოფელ ზურგოვანის, დიდი დიღმის I, II, III, IV მიკრორაიონების, გელოვანის გამზირის, ფარნავაზ მეფის გამზირის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, ბელიაშვილის, ბალანჩინის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში კი, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





