ფოკუსი

21 დეკემბერი,2015

- ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, რესპონდენტების 35% პასუხობს, რომ არ იცის, 16% - ქართული ოცნებას ასახელებსს, 10% - ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, თავისუფალი დემოკრატები - 7%. ხოლო უარი პასუხზე - 15 %. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 18%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, ხოლო 14%-ის შეხედულებებთან - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 9% - თავისუფალ დემოკრატებს ასახელებს.
 
 
- ეროვნულ დემოკრატიული ინხტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ როცა აპრილის გამოკითხვაში მაჩვენებელი 37% იყო. 31% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68% თავს დასაქმებულად არ თვლის. 32% კი მიიჩნევს, რომ დასაქმებულია. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს კვლევის თანახმად, NDI-ის გამოკითხულთა 66% არ მიიჩნევდა თავს დასაქმებულად, ხოლო 2014 წლის ოქტომბერში - 60%.
 
 
- ქართული ოცნების მინისტრები ამბობენ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აზრის კვლევა მათთვის არ არის მნიშვნელოვანი საკითხი. იუსტციის მინისტრი თეა წულუკიანი იმასაც ამბობს, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი არა შეფასებები , არამედ მთავრობის საქმიანობაა. საპარლამენტო ურმავლეობაში კი აზრი გაყოფილია, ნაწილი ფიქრობს, რომ ეს გამოკითხვა არ არის რელევანტური და არ ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობას. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ სოციოლოგიური კვლევები პოლიტოკოსებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
 
 
- რუსეთთან პროვოკაციული და კონფრონტაციული პოლიტიკის ნაცვლად ჩვენ დავამკვიდრეთ რაციონალური საგარეო პოლიტიკური კურსი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ელის ანალოგიურ მიდგომას რუსეთისგან. პრემიერმინისტრის გამოსვლის დიდი ნაწილი დაეთმო ჯანდაცვის რეფორმაზე, საუბარს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს. პრემიერმა დღეს ისაუბრა პენსიების ზრდაზეც.

კომენტარები