დაპირისპირება ქარელში

ქარელის ყოფილმა გამგებელმა მოქმედის თანაშემწეს ყური მოაჭამა

ემიკო ფეიქრიშვილი
qartli.ge

ქარელის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ემიკო ფეიქრიშვილმა მოქმედი გამგებლის, ზაზა გულიაშვილის თანაშემწე ილია ქელეხსაშვილს ყური მოაჭამა. ფეიქრიშვილი ამჟამად ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ლერი ხაბელოვის თანაშემწედ მუშაობს.

ემიკო ფეიქრიშვილის თქმით, მას და ქელეხსაშვილს დაპირისპირება ამჟამინდელ გამგებელთან დაკავშირებით მოუვიდათ, რომელთანაც მას უთანხმოება აქვს. "კონკრეტულად რა მოხდა, ვეღარ ვიხსენებ, თუმცა, როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ და მითხრეს, რა შედეგით დამთავრდა ჩვენი დაპირისპირება, ამის შემდეგ შემიძლია, დავადასტურო, რომ ქელეხსაშვილს ყური აღარ აქვს", - ამბობს ფეიქრიშვილი.

ფეიქრიშვილისვე თქმით, ზაზა გულიაშვილის გამგებლად დანიშვნის კატეგორიული წინააღმდეგი იყო "მისი წარსულიდან და მისი უავტორიტეტობიდან გამომდინარე."

დაზარალებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, დაზიანებული ყურის ნიჟარის აღდგენა ვეღარ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ემიკო ფეიქრიშვილი თავს დამნაშავედ არ გრძნობს, რადგან, მისი თქმით, მხოლოდ თავს იცავდა.

კომენტარები