NDI-ის კვლევა

NDI: 56%-ის აზრით, აშშ-სთან ახლო ურთიერთობა სასარგებლო იქნება ეკონომიკისთვის

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% ეთანხმება მოსაზრებას, რომ აშშ-სთან უფრო ახლო ურთიერთობა სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. 13% არც "ეთანხმება", არც "არ ეთანხმება". 19% არ ეთანხმება, ხოლო 12%-მა არ იცის.

რაც შეეხება მოსაზრებას - "აშშ-სთან უფრო ახლო ურთიერთობაზე უარის თქმა სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის" - კვლევაში მონაწილეთა 17% ეთანხმება, 18% არც "ეთანხმება" არც "არ ეთანხმება", 47% არ ეთანხმება, ხოლო 16%-მა არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები