თბილისის ორ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

beyroutey.com/

დღეს საბურთალოს და გლდანის რაიონებში რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და ავარიის პრევენციას ასახელებს. დენი ჯამში 2104 აბონენტს გაეთიშება.

საბურთალოს რაიონში, 12:00-დან 14:00-მდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, კუტუზოვის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს (1 505 აბონენტს).

გლდანის რაიონში, 11:00-დან 15:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, ლიბანის, ვეკუას, გაგრის, ჭედიას, კაჭარავას, სარაჯიშვილის, ჯანჯღავას და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს (599 აბონენტს).

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები