თბილისის სამ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

beyroutey.com/

თბილისის სამ რაიონს დღეს ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად ავარიის პრევენციას და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. ჯამში, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 3107 აბონენტს. ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება ისნის, ვაკის და საბურთალოს რაიონებს.

ისნის რაიონში, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) და წინანდლის ქუჩის მცხოვრებლებს (150 აბონენტს).

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მცხოვრებლებს (1 961 აბონენტს).

საბურთალოს რაიონში 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას III კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს (996 აბონენტს).

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები