ფეხბურთი

ჩელსიმ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

Getty Images

ლონდონის ჩელსიმ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. მისი უკანასკნელი მატჩი ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ლესტერთან ორშაბათს გამართული დაპირისპირება აღმოჩნდა. ბრიტანულ პრესაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია მისი სავარაუდო შემცვლელების შესახებ. მისი შეცვლის მთავარი კანდიდატები: გუს ჰიდინკი, პეპ გუარდიოლა, ბრენდან როჯერსი და ხუანდე რამოსი არიან.

აღსანიშნავია, რომ მოურინიო ჩელსიში 2013 წლის ივნისში დაბრუნდა. გასულ სეზონში კი გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა. ჩემპიონობიდან 7 თვის შემდეგ კი ცუდად დაწყებული სეზონის გამო კლუბის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა, მოურინიოს კარისაკენ მიუთითა. ცნობისათვის, ჟოზე მოურინიო ლონდონის ჩელსის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად არის აღიარებული.

კომენტარები