რუსეთი

რუსეთი Rosneft-ის აქციების პაკეტის ჩინეთისთვის მიყიდვას გეგმავს

AFP

2016 წელს რუსეთი სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ის აქციების 19.5%-ის ჩინეთისთვის მიყიდვას გეგმავს. გარიგების შედეგად რუსეთი მინიმუმ 500 მილიარდი რუბლის ანუ $7 მილიარდის მიღებას გეგმავს. 

"ჩვენ მზად ვართ, რომ Rosneft-ის აქციების 19.5%-იანი პაკეტი გადავცეთ ჩინურ მხარეს", - განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა. რუსული მედიის ინფორმაციით, მთავრობა კომპანიის ნაწილის გასხვისებისგან მაქსიმუმ 550 მილიარდი რუბლის შემოსავალს ელოდება. რუსეთი კომპანიის აქციებს სავარაუდოდ საბიუჯეტო შემოსავლების მისაღებად ყიდის.

ნავთობის ფასების ვარდნის გამო რუსული რუბლი გაუფასურებას განაგრძობს. ერთი დოლარის ღირებულება 70 რუბლი გახდა, რაც 2015 წლის მაქსიმუმს წარმოადგენს. 

რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო შემოსავლები ნავთობზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც უმსხვილესი ნავთობკომპანიები, როგორიცაა: RosneftGazpromTRANSNEFT, სახელმწიფოს საკუთრებაშია და მათი შემოსავლებით პირდაპირ ბიუჯეტის დაფინანსება ხდება. 

კომენტარები