კრიმინალი

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული თეიმურაზ მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „სტეჩკინის" ტიპის ავტომატური პისტოლეტი და 20 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები