კოკაინის საქმე

ზაუტაშვილი: ბესელია მოსაკლავია, ასეთი პრეზიდენტის ხელში რომ დაგვტოვა

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი უარყოფს ეკა ბესელიასთვის და მანანა კობახიძისთვის გათავისუფლების სანაცვლოდ წინასწარ 200 000 ლარის გადახდას. 

"ბესელია მოსაკლავია, ასეთი პრეზიდენტის ხელში რომ დაგვტოვა და პრეზიდენტისთვის სახვეწი რომ გამიხადა. რ არის ეს? პროკურატურა გამიშვებს მე," - თქვა ზაუტაშვილმა.

მისივე განმარტებით, მას სწორედ ალეკო ელისაშვილმა შესთავაზა კომისიაში განცხადების შეტანა ხოლო შემდეგ განცხადებას პრეზიდენტს თავად მიუტანდა. ზაუტაშვილის თქმით, ის არა შეწყალებას, არამედ გამართლებას ითხოვდა.

ზაუტაშვილის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის თქმით, შეწყალების კომიტეტის თავმდჯომარე ზვიად ქორიძე ცრუობს.

"ქორიძე მობრძანდა გამოძიებაში და როგორც ჩვენ კითხვებიდან გავარკვიეთ, მისცა ჩვენება, თითქოს ზაუტაშვილსგან რამე გაიგო კორუფციული გარიგების შესახებ. ეს არის სრული სიცრუე," - აღნიშნა ნიკოლაძემ.

ე.წ. „კოკაინის საქმე“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 წლის წინ გახსნა. ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წლის 2 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში დააკავეს საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი. მათ ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან უგზავნიდა ჯართს, რომელშიც კოკაინის დიდი პარტიები იყო გადამალული. დანაშაულებრივ საქმიანობაში კრიმინალური ავტორიტეტებიც იყვნენ ჩართულნი. დაკავებულებს 30-30-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ნუგზარ ბოჭორიშვილს კი განაჩენი დაუსწრებლად წარუდგინეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები